გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
20 იანვარს, შეიარაღებული თავდასხმისას დაღუპულთა ოჯახებს საგარეჯოს მერია 5000 ლარს გადასცემს. ფინანსურ დახმარებას ყველა დაღუპულის ოჯახი მიიღებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ მხარდაჭერა დაჭრილებსაც გაეწევათ.
"ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, 20 იანვარს, საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ფულადი დახმარება გაეწევა - თითოეულ ოჯახს 5000 ლარის ოდენობით. ტრაგედიის დროს ხუთ დაშავებულს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებით სარეაბილიტაციო და სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს", - აცხადებენ მერიაში.
გადაწყვეტილება ფინანსური დახმარების შესახებ, რამდენიმე დღის წინ მიიღეს, თუმცა იმ დროისათვის თანხის ოდენობა არ იყო დაზუსტებული.
საგარეჯოში 20 იანვარს ყოფილმა სამხედრომ საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გასროლით, მოკლა ხუთი და დაჭრა ხუთი ადამიანი.