შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1727982002
იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფი“-ს (Anolf) ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე საგარეჯოში მოკლული ახალგაზრდების ოჯახების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„გარდაცვლილებიდან ერთი ახალგაზრდის დედა იტალიის... მეორე ესპანეთის ემიგრანტია. საბრალო ემიგრანტი დედები! საბრალო გარდაცვლილის დედები... თავს მივცემ უფლებას და საემიგრაციოს სახელით კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და ერს ამ ტრაგედიას“, - წერს ფიქრია კუჭუხიძე.
6 დაღუპული და 5 დაშვებული - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.