1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
საგარეჯოში, 20 იანვრის ტრაგიკულ ღამეს დაჭრილ ვალერი მათიაშვილს საზოგადოების თანადგომა სჭირდება.
დაჭრილ ახალგაზრდას ფეხზე გადაუდებელი ოპერაცია საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ჩაუტარდა.
ახლობლების ინფორმაციით, მათიაშვილი ფეხის კუნთში დარჩენილმა ტყვიამ ინფექციის საშიშროების წინ დააყენა.
„ტყვიამ ძვალი გაუბზარა და ფეხის კუნთში გაჩერდა. შემდგომ ეტაპზე, გაბზარული ძვალი გადატყდა და მედიკოსებმა, ის, მეტალის საშუალებით, ოპერაციის დროს დააფიქსირეს. ახლა არის ინფექციის დიდი საშიშროება, რადგან ტყვია ისევ რჩება კუნთში. გვაქვს საკმაოდ რთული მდგომარეობა და თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“- ამბობენ ახლობლები.
ვალერი მათიაშვილი , 20 იანვრის ღამეს, იმავე მაღაზიაში დაიჭრა, სადაც დასახმარებლად ადგილზე გამოძახებული პოლიციელი გარდაიცვალა.
საგარეჯოში, დაზარალებულებისთვის შეგროვილ თანხაზე მან უარი განაცხადა, ფული სხვებს გადასცა და მკურნალობა საკუთარი სახსრებით გააგრძელა.
ამ ეტაპზე, ოჯახის ფინანსური შესაძლებლობები ამოიწურა. ახალგაზრდა მამაკაცს, მუკრნალობისა და რეაბილიტაციისათვის საზოგადოების თანადგომა სჭირდება.
ვალერი მათიაშვილის დასახმარებლად გახსნილია ანგარიშები
საქართველოს ბანკი #GE31BG0000000162583213
თიბისი ბანკი
#GE86TB7984345061100075
მიმღები: ნაზი სამუნაშვილი
ცნობისთვის, 20 იანვარს რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა ღამის პირველი საათისთვის დაიწყო. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ,ხოლო დაშავდა 5 ადამიანი.