1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
კანფეტის ქაღალდებში დამალულ "მეთადონს" ახალგაზრდა მამაკაცი ე.წ. დადების მეთოდით ყიდდა - ნარკოტიკების სამალავები სამართალდამცველებს მან თავად უჩვენა.
23 წლის მამაკაცი კლიენტს ნარკოტიკულ საშუალებას დაუსახლებელ ადგილებში მცირე ზომის თხრილებში უტოვებდა. გამოძიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სწორედ ამ სამალავებიდან ამოიღო პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული მეთადონი.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე, უკრაინის მოქალაქეა დაკავებული. "კურიერის" ინფორმაციით, ის ოლექსანდრ სოლოჰუბია. საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა და ბათუმში ქირით ცხოვრობდა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოლოჰუბი ბინაში აიყვანეს. სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ელექტრო სასწორები და ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს.
ნარკოდანაშაულის საქმეზე დღეს სასამართლო ჩატარდა. უკრაინის მოქალაქე მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულ სოლოჰუბს სიტყვის უფლებით არ უსარგებლია. მცირე კომენტარი მან სხდომის დასრულებისას გააკეთა.
აღმკვეთი ღონისძიების განხილვისას, ბრალდების მხარემ იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომლებიც ნარკოდანაშაულის საქმეში დევს. პროკურორმა საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებულ კონკრეტულ ნივთმტკიცებებზეც გაამახვილა ყურადღება.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. უკრაინის მოქალაქის მიმართ წარდგენილი ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.