„საფლავთან შეხების საშუალება გარკვეული პერიოდი არ აქვთ, სანამ არ მოწესრიგდება - არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

იოვანე მჭედლიშვილი

"ფსალმუნებს და მრევლს, მომლოცველებს, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ საფლავთან ახლოს მივიდნენ. საფლავთან შეხების საშუალება გარკვეული პერიოდი არ აქვთ, სანამ არ მოწესრიგდება, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა განაცხადა.

„წავიკითხე კიდეც, რომ დედამიწაზე ალბათ, არ მომხდარა მსგავსი რამ, რომ მოსახლეობის 40% ერთი ადამიანის სამძიმარზე მისულიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ციფრებშიც რომ გადავიყვანოთ, თუ რამხელა სიყვარული ჰქონია ერს პატრიარქის მიმართ. პანაშვიდები უწყვეტ რეჟიმში აღესრულება. მამაოები ასრულებენ პანაშვიდებს. ფსალმუნების კითხვაც უწყვეტად არის. მონაზვნები კითხულობენ ფსალმუნებს და მრევლს, მომლოცველებს, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ საფლავთან ახლოს მივიდნენ. საფლავთან შეხების საშუალება გარკვეული პერიოდი არ აქვთ, სანამ არ მოწესრიგდება. ხვალ მეცხრე დღეა. ღვთის განგებით ისე დაემთხვა, რომ ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. იქნება პარაკლისი, რომელიც ყოველწლიურად სრულდება და ასევე, პანაშვიდიც შესრულდება, რომელსაც მღვდელმთავრები და სამღვდელოებაშეასრულებენ”, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.