აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ... - მოძღვარი მრევლს მიმართავს
1774367787
ახალი გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ ირანში მიმდინარე ომმა ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში გაზარდა ბიზნესის ხარჯები, შელახა ნდობა და შეაფერხა პროდუქციის გამოშვების ზრდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
კონფლიქტის მსოფლიო ეკონომიკაზე ზეგავლენის ადრეული ნიშნები აისახა შესყიდვების მენეჯერთა ინდექსის (PMI) უახლეს მონაცემებში, რომლებიც წარმოებისა და მომსახურების სექტორების ხელმძღვანელთა გამოკითხვებს ეფუძნება.
„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა მარტში დარტყმა მიაყენა გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკას - შეაფერხა პროდუქციის გამოშვების ზრდა და, ამავდროულად, მკვეთრად გაზარდა ინფლაცია“, - განაცხადა კრის უილიამსონმა, S&P Global-ის უფროსმა ეკონომისტმა, რომელიც PMI-ის მონაცემებს აგროვებს.
მან ანგარიშში ასევე დასძინა, რომ სრული გავლენა ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე დამოკიდებული იქნება ომის ხანგრძლივობაზე, ისევე როგორც ენერგეტიკულ ბაზრებსა და გადაზიდვებზე შეფერხებების ვადიანობაზე.
„ომმა ასევე მკვეთრად უარყოფითი ეკონომიკური გავლენა იქონია მეზობელ ევროზონაზეც. მარტში ევროზონის იმ 21 ქვეყანაში, რომელიც ევროს იყენებს, პროდუქციის გამოშვების ზრდა თითქმის სტაგნაციამდე შენელდა, რაც ბიზნესის მხრიდან ნდობის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია“, - განაცხადა უილიამსონმა.
გარდა ამისა, ენერგორესურსების ფასების ზრდისა და ომის შედეგად გამოწვეული მიწოდების ჯაჭვების შეფერხების ფონზე, კომპანიების ხარჯები ბოლო სამზე მეტი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება.