ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი ისევ იზრდება. ოფიციალური პირების თქმით, ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დადასტურებულია , მინიმუმ, 7 800 ადამიანის გარდაცვალება. დაშავდა თითქმის 40 000 ადამიანი. ასობით ადამიანი ჯერ ისევ ნანგრევების ქვეშ რჩება, ამიტომ ორივე ქვეყანაში ელიან, რომ ზემოთ მოცემული ციფრები კიდევ გაიზრდება.
თურქეთის პრეზიდენტმა სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის 10 პროვინციაში.
ქვეყნები და ორგანიზაციები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ დაზარალებულ ქვეყნებს დაეხმარონ - ადგილზე გაიგზავნა ფული, ჰუმანიტარული დახმარება, სამაშველო ჯგუფები, ტექნიკა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ქართველი მაშველებიც.
სიტუაციას ართულებს ამინდიც.