საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

პოლიცია

ინტენსიური თოვის შედეგად, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა. გომბორის უღელტეხილზე აკრძალულია მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება. 

„ამ წუთისთვის გომბორის უღელტეხილზე თოვს და ტემპერატურა მინუს 8 გრადუსია. საგზაო სამმართველოს სპეციალური ტექნიკა ადგილზეა მობილიზებული და მიმიდნარეობს გზის გაწმედითი სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეზღუდულია, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის გადაადგილება“, – განაცხადა შპს „თელავის საგზაო სამმართველოს“ წარმომადგენელმა.

შუამთის მონასტრის გადასახვევთან ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე კონტროლს საპატრულო ეკიპაჟები ახორციელებენ.

წყარო: პირველი არხი