ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა
1767552919
საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო, მელიქიშვილის გამზირზე 21 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობითვე, შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
"გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით", - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.