პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„რაც არ უნდა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ, არ არის სწორი, არც აზრი აქვს“,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრის დროს განაცხადა.
მეუფე ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტს სავარაუდოდ ციხეში კიდევ ერთხელ მოინახულებს.
"მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მიხეილ სააკაშვილისთვის ვლოცულობთ. მე ხშირად მივდივარ მის მოსანახულებლად. ჩვენ მხოლოდ მისი ჯანმრთელობისთვის ლოცვა შეგვიძლია. რაც არ უნდა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ, არ არის სწორი, არც აზრი აქვს. ტელევიზიით ყველამ ვნახეთ, რომ თავს კარგად ვერ გრძნობს, ალბათ მოვინახულებ", -აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეასრულებს თუ არა საპატრიარქო შუამავლის როლს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად, მეუფე ნიკოლოზი პასუხობს, რომ საპატრიარქოს მხოლოდ ლოცვა შეუძლია.
"აზრი არ აქვს. შესაძლოა, ხალხი პოლიტიკურ ფუნქციას გვანიჭებს, მაგრამ საპატრიარქო, ეკლისია, რელიგიური შინაარსის ორგანიზაციაა, მხოლოდ ლოცვა შეგვიძლია და ვლოცულობთ".- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.