დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ყველაზე პატიოსანი საქციელი არის ის, რომ ცრუ იმედი არ ჰქონდეს პატიმარს“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩია გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, 200 000 ადამიანი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციას არ გამართავს.
„ციხეში ბედნიერი არავინ არ არის. ციხეში ვინც ზის ის ხალხი ნერვიულობ, იმ ხალხსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, შესაბამისად, თუ დაშვებას ვაკეთებთ, რომ ადამიანი ციხეში ზის, იმის შიგნით ადამიანმა თავი კომფორტულად ვერ იგრძნოს ეს არავის გაუკვირდება. ამოცანა მდგომარეობს იმაში, როგორ არ იჯდეს სააკაშვილი ციხეში თორემ თუ ციხეში იჯდება დარწმუნებული ვარ, რომ მასზე ფიზიკურად არ იძალადებენ, სპეციალურად მის წამებას არ მოინდომებენ, თვითონ ციხეში ჯდომა არ არის მარტივი და სასიამოვნო ამბავი. ჯანმრთელობა რომც გაუარესდეს იტყვიან ოცნების თანამშრომლები გადავიყვანთ საავადმყოფოშიო, ანუ ეს ვერ იქნება გრძელვადიანი გამოსავალი. გრძელვადიანი გამოსავალი უნდა იყოს ისეთი ნაბიჯი რაც გარდატეხას შეიტანს პროცესში, სააკაშვილმა თქვა, რომ 200 000 აქცია გარდამტეხი ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ მე არ მჯერა, რომ 200 000 ადამიანი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანის იდეით გამოვა ქუჩაში, ამისთვის სხვა იდეაა საჭირო, ამ სხვა იდეაზე არავინ არ ფიქრობს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრის დროს.