პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით ექიმებმა და ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში სპეციალური განცხადება გააკეთეს, მოგვიანებით კი პროტესტის ნიშნად, საავტომობილო გზა გადაკეტეს.
გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გართულდა.
„ეს ადამიანი მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. მნიშვნელოვანია იმ მოვლენებისთვის, რისი მოწმეებიც ჩვენ გავხდით უკრაინაში. ძალიან მომეწონა დღეს, ბევრ ქალაქში იყო გამოსვლა, რომელიც ეძღვნებოდა სწორედ ჩემს შვილს, მის ჯანმრთელობას. სხვადასხვა ექიმმა რამდენიმე კომისია შეიქმნა, ყველას დიაგნოზი დაემთხვა ერთმანეთს. ყველა ექიმს აღმოჩნდა პროფესიული კეთილსინდისიერება. განსხვავება ის არის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მიაჩნიათ, რომ აქაც შეიძლება ამის განკურნება, ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ წერენ, რომ აქ ამის შესაძლებლობა არ არის და როგორმე უნდა გავიყვანოთ ქვეყნიდან, შესაბამის კლინიკაში მოვათავსოთ. უამრავი მიმართვაა პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა არავითარი რეაქცია იქიდან არ არის“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
მისივე თქმით, გართულებულია მიხეილ სააკაშვილის მონახულებაც და ოჯახის წევრს თვეში ერთხელ შეუძლია მისი ნახვა.
„მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენ პრეზიდენტს მიმართა არაერთხელ, თუმცა არავითარი რეაგირება ამას არ მოჰყოლია. ამასობაში მისი მდგომაროება დამძიმდა. ახლა თავადაც ლაპარაკობს, რომ არის ავად და უსათუოდ სჭირდება გადაუდებლად მკურნალობა. დღესაც მოსამართლემ პენიტენციურ სისტემას მიმართა, რომ თქვენ უნდა მოაწესრიგოთ და მიხედოთ. მარიამ ჯიშკარიანი გამოვიდა და თქვა – ეს იგივეა, რუსებს მოთხოვონ ბუჩაში დაამყარონ წესრიგიო, ფაქტობრივად ეს ვითარება გვაქვს. ვიყავი პოლონეთში, შევხვდი იქ კაჩინსკის, იქ გავიცანი პრემიერი, ყველა მოწადინებულია ყველანაირად, ყველაფერი გააკეთა იმ ხალხმა, ჩამოვიდა პრეზიდენტი, პრემიერი, საგარეო მინისტრი, ლიტვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, გაყვანასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გამო, მაგრამ მაინც არაფერი იძვრის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.