"რუსებს გადავეყარე, გულზე უკრაინის დროშები უკეთიათ და გუდაურში მიდიან სასრიალოდ" - ნიკა გრიგოლია

nika grigolia

საქართველოში რუსი ეროვნების მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა ყველგან შესამჩნევია, იქნება ეს ბანკები თუ მაღაზიები. ამაზე იწერება სოციალურ ქსელებში, იდება ფაქტის ამსახველი ფოტოები, ვიდეოები და ჩვენი მოქალაქეების მიერ, ეს თემა, ცხარედ განიხილება.

მსახიობმა ლაურა რეხვიაშვილმაც გვიამბო, ბანკში მის წინ, მოსაცდელში თავშეყრილ რუსეთის უამრავ მოქალაქეს, პირდაპირ რომ მიმართა სიტყვით:  არ გრცხვენიათ, რომ იმ ქვეყანაში მოდიხართ, რომლის 20 პროცენტი თქვენს ქვეყანას აქვს ოკუპირებული, აქედან ძალიან ახლოს კი დგას თქვენი ქვეყნის ტანკები ჩვენკენ მოშვერილი ლულებითო. მსახიობს პასუხი ვერავინ გასცა.

ახლახან იუმორისტი ნიკა გრიგოლია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.

"ახლა რუსებს გადავეყარე დიღომში. გულზე უკრაინის დროშები უკეთიათ და იძახიან, მი იზ უკრაინიო. თან გუდაურში მიდიან სასრიალოდ.

ჯიგრები, თან გვეომებიან, თან ჩვენთან სრიალებენ. და კიდევ უკრაინელობას იბრალებენ.

ოი, სვაბოდა ვგარახ და ამათი ცრუ დედა მოვ...ან.

თურმე პუტინის რეჟიმს გამოექცნენ გუდაურში სასრიალოდ და ომის დასაგმობად" - წერს ნიკა ფეისბუქზე.

იუმორისტს უკომენტარებენ, საიდან იცი, რომ რუსები არიანო, რაზედაც ის პასუხობს: მანქანა ჩემი მანქანის გვერდით გააჩერეს და გავიგონე, რაც უთხრა ერთმა ყ...ექალამ კოლიას.