პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი იხსენებს აფხაზეთის ომს, როდესაც მისი მამა გარდაიცვალა.
„მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა. ერთხელ მთხოვეს და ვერ მოვყევი, ამაზე ვერ ვსაუბრობ. 30 წელი გავიდა, ვერ ვხვდები რომ მეუბნებიან, ომი გინდაო, ბრალდებები ისმის, ყველაზე ნაკლებად მინდა ომი, ძალიან კარგად ვიცი... მოლოდინის რეჟიმი, გაცილება, როგორ ბრუნდება..
იქ კიდევ თავისი ისტორია იყო, როგორ და რა დაემართა, [ბავშვი გადაარჩინა საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ] ჩემზე პატარა იყო. ძალიან კარგი ადამიანი იყო, ალბათ არ უფიქრია, რომ ომში უნდა წასულიყო და ადამიანები მოეკლა.
მამა რომ ჩამოასვენეს, ტყვია მაჩუქეს, იქ თითო ტყვია ყველას გვქონდა ტყვედ რომ არ ჩავვარდნილიყავით და თავი მოგვეკლაო. ამის მერე მორალურ-ფსიქოლოგიურ ტყვეობაში ვართ.
13 წლის ვიყავი, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. მისი ფეხსაცმელებით დავდიოდი ცოტა ხანი როცა გარდაიცვალა, არ ჰქონდა დიდი ფეხი. მირჩევნია რაღაც კარგი გავიხსენო, ამ ტყვიასაც რატომ ვინახავდი, მერე მივხვდი, რომ საშინელებას ვაკეთებდი და გადავაგდე“, - იხსენებს მსახიობი.