გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
გაეროში აშშ-ს ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, შეერთებული შტატები არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში, მაგრამ მხარს დაუჭერს ნატოს წევრების მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას. ამის შესახებ ინფორმაციას სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინაში გაეროს სამშვიდობო კონტინგენტში ამერიკელი ჯარების მონაწილეობა ნაკლებად სავარაუდოა. როგორც აშშ-ს ელჩი აცხადებს, არ ჩანს, რომ რუსები უკრაინასთან მიმდინარე პროცესის დიპლომატიური გადაწყვეტისკენ არიან მიდრეკილნი.