VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ კიევის აღება კვლავ უმთავრესი პრიორიტეტია რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, აღნიშნულია, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდება კიევის ჩრდილოეთით.
„რუსული ჯარების წინსვლა უკრაინის დედაქალაქისკენ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეფერხდა. გოსტომელის მიმართულებიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ მიმავალი ძალები უკრაინის წინააღმდეგობამ უკუაგდო. რუსული ძალების ძირითადი ნაწილი რჩება 25 კმ-ზე მეტ მანძილზე ქალაქის ცენტრიდან“, - ნათქვამია ანგარიშში.
„კიევი რჩება რუსეთის მთავარ სამხედრო სამიზნედ და ისინი, სავარაუდოდ, პრიორიტეტად ფაიხდიან ქალაქის ალყაში მოქცევას უახლოეს კვირებში“, - დასძინა ბრიტანეთის დეპარტამენტმა.
მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რუსული ჯარები კვლავ ცდილობდნენ ნიკოლაევის გვერდის ავლით გადაადგილებას დასავლეთისკენ.