პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რამდენიმე თვის წინ მსახიობ გიორგი გილიგაშვილის ჯანმრთელობის შესახებ არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. მას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდასტურდა. გიორგის უამრავი ადამიანი დაუდგა გვერდით.
მომღერალი რთული პერიოდის შესახებ „სარკესთან“ საუბრობს.
– დიდება უფალს! სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვიყავი ამ ფაქტით. ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში, რომ ასეთი ერთსულოვანი კეთილგანწყობა დამემსახურებინა ჩემი ხალხისგან. განსაცდელის ჟამს მათგან გამოხატული სიყვარული უდიდესი ძალის მატარებელია. მე ვგრძნობდი მათი ლოცვის მადლს, რომელიც ცოცხალი იყო და მთელ ჩემს არსებას ეხებოდა, მავსებდა ძალით, იმედით, რწმენით, ანუგეშებდა ჩემს ოჯახს.
დღესაც კითხვებს ვუსვამ ჩემს თავს – საიდან ამდენი სიყვარული?! თუმცა იმასაც ვფიქრობ, არ არის საჭირო კითხვების დასმა. მთავარია, გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა მოყვასი შენი და მოყვასი, ვითარცა თავი შენი. როცა ამას ჩასწვდები, საკუთარ თავამდე დაიყვან მტერს, მტერი განქარდება. განქარდება განა იმით, რომ მოკალი იგი, არამედ შეიყვარე და ამით ქრისტიანობის მაღალ საფეხურზე შედექი. გაითავისე, რომ ყველა ადამიანი შენი და და ძმაა ამ ულამაზეს ცისფერ პლანეტაზე, რომელიც თითოეული ჩვენგანის სახლია განურჩევლად წარმომავლობის, კანის ფერის, კულტურების სხვაობისა და ყველანაირი მსოფლმხედველობისა.
– 34 წლის ხართ. როგორც თავად ამბობთ, სამის და ოთხის და ღმერთმა სამოთხის კართან დამაყენაო. სამოთხის კართან მდგომი ახალგაზრდა კაცის გულში ქალის სიყვარული არ ყვავის?
– სამწუხაროდ, ისე მოვიყარე ამ ასაკის, ჯერ მშვენიერი ქალბატონისთვის სიტყვა “მიყვარხარ” არ მითქვამს. ვერ ვპოვე გულისსწორი. ამაშიც ძალიან ფრთხილი ვარ. ვისაც ამ სიტყვას ვეტყვი, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემი თანამგზავრი უნდა გახდეს. ხომ ვხედავთ, როგორი სისწრაფით ინგრევა ვითომდა სიყვარულით შექმნილი ოჯახები. ღვთის წინაშე დადებული ცოლქმრობის ფიცი სიცოცხლის ბოლომდე გაუტეხელი უნდა იყოს. რომ არ მყვარებია არასდროს, ეს ჩემი დიდი ნაკლია. და როცა ამ სიტყვას ვიტყვი, ეს იქნება სამარადჟამოდ და ამ სიტყვით უნდა დავიმარხო.