პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ უნიჭიერეს მომღერალსა და მსახიობს გიორგი გილიგაშვილს ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. როგორც თავად განმარტა, იმ დროს კოვიდი მძვინვარებდა და მედიკოსების მოცდენა საჭიროდ არ ჩათვალა. საბოლოოდ, უახლოესი მეგობრის, ირაკლი მაქაცარიას მოთხოვნით, კლინიკაში კვლევაზე მივიდა.
მეგობრები გაერთიანდნენ და გიორგი სასწრაფოდ თურქეთში გაემგზავრა. ამოღებული 12 კვანძიდან 8 ავთვისებიანი აღმოჩნდა. კვლევების შემდეგ გიორგი გილიგაშვილმა კიბო საბოლოოდ დაამარცხა და შეიძლება ითქვას, ცხოვრებას თავიდან იწყებს.
მკურნალობის შემდეგ გიორგი გილიგაშვილი საზოგადოებაში გამოჩნდა და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
„ჩემი სნეულებიდან გამომდინარე, ეს მაინც არ იყო ცუდი პერიოდი. ასე არ მსურს დარჩეს ცუდ პერიოდად. ეს იყო სწავლების პერიოდი ჩემი საკუთარი თავის უფრო მეტად დაკვირვების, შეცნობისთვის. ახლა, როდესაც აღარ მჭირს სნეულება, გავიაზრე, რომ კვლავ მჭირს სიკვდილი. თუ არ ვიწამებთ, რომ ჩვენი ღმერთი არის სიკვდილითა სიკვდილისა დამთგრუნველი, ყოველთვის ვიქნებით სნეულები და შიშის ქვეშ ვიცხოვრებთ…“- ამბობს გილიგაშვილი.