რომ არა ბუსტერი, უფრო რთულად იქნებოდა საქმე“ - დავით კაკულიას კორონავირუსი დაუდასტურდა

dato kakulia

„ღამის კურიერი“ წამყვანმა, დავით კაკულიამ, სრულიად შემთხვევით გაიგო, რომ  ჰქონდა კორონავირუსი. ის სამსახურებრივი ვიზიტით მიემგზავრებოდა კიევში და გაფრენის წინ გაიგო, რომ ჰქონდა კოვიდი.

თავად ჟურნალისტის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და კოვიდისთვის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი არ აქვს, რაც მისი შეფასებით, ვაქცინაციის ბუსტერ დოზის დამსახურებაა.

„შემთხვევით გავიგე, იმიტომ, რომ კიევში მივფრინავდით და PCR ტესტმა, რომ აჩვენა არ დავიჯერე, სიმართლე გითხრათ, მეორე დღეს უკვე სახლში გამოვიძახე შესაბამისი ლაბორატორია, კიდე ერთხელ გავიტესტე და მეორედაც პასუხი რომ მომივიდა, მერე უკვე დავიჯერე, რომ ნამდვილად მაქვს ეს კორონავირუსი. რომ არა ბუსტერი უფრო რთულად იქნებოდა საქმე“, - განაცხადა დავით კაკულიამ „ღამის კურიერთან“ საუბრის დროს.