პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ახლა რიგები უნდა იყოს ვაქცინაციაზე“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის მესამე დოზა გარანტირებულად იცავს ადამიანს.
"საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არის მაქსიმალურად მზად, რათა დანაკარგები იყოს მინიმალური და ავადმყოფები არ გაწვალდნენ, დროულად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო დახმარება.
ახლა რიგები უნდა იყოს ვაქცინაციაზე, რადგან ორი დოზაც, მაგრამ მესამე დოზა გარანტირებულად იცავს. ახლა მაინც ამ ტალღას შევხვდეთ ღირსეულად. ჯანდაცვის სექტორი მზადაა, ჩვენი პასუხისმგებლობაც და მოქალაქეობრივი მოვალეობაც იყოს ასევე მზად ამ ტალღისთვის და გამოვალთ მინიმალური დანაკარგებით," - განაცხადა ცერცვაძემ