„როგორც ჩანს, რთული ამოცანაა და განსაკუთრებული კლინიკა უნდა გამოიძებნოს“ - გიული ალასანია სააკაშვილი

giuli alasania

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივა მედში“ მისმა დედამ გიული ალასანიამ დღესაც მოინახულა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა უცვლელი რჩება. მთავარი პრობლემა კი კვლავ საკვების მიუღებლობაა.

„წოლითი რეჟიმი აქვს ძირითადად, სისტემა უდგას და გადასხმებს უკეთებენ. არის სუსტად და ზუსტად ვიცი, რომ დიდხანს ეს ვერ გაგრძელდება. როდემდე შეიძლება გადასხმები უკეთონ ადამიანს, რომელიც ვერ იღებს საკვებს.

როგორც ჩანს, რთული ამოცანაა და განსაკუთრებული კლინიკა უნდა გამოიძებნოს, სადაც მოათავსებენ და რა ვიცი, შეიძლება კიდევ რაღაცა ეშველოს,“ - განაცხადა გიული ალასანიამ.

სააკაშვილი შესაძლოა, სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა შეამოწმონ, რომელმაც უნდა დაადგინოს, მიადგა თუ არა რაიმე სახის ფსიქოლოგიური ზიანი ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობის დროს. დასკვნა უნდა დადოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის უფლებების შესაძლო დარღვევებს სწავლობს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მას ძალიან უნდოდა ჩვენი ნახვა“ - სოფო ნიჟარაძემ და ელის მარიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს

👉 უკრაინული გამოცემის სკანდალური სტატია სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძეზე - „ზაფხულში ისინი ოდესაში ისვენებდნენ"

👉  „უცებ დაეცა, შემდეგ კი გონება დაკარგა... სისხლდენა არ წყდებოდა“ - რა მოხდა გუშინ თბილისის ერთ ავტობუსში