პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მიხეილ სააკაშვილის მეგობრობა არათუ ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მეგობრობას, არამედ, დიდი ალბათობით, სწორედაც, რომ არ ნიშნავს საქართველოს მეგობრობას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას გამოეხმაურა, რომ დღეს, როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ეს მიუღებელია ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის.
მისი თქმით, როდესაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უცხადებ სოლიდარობას ავტომატურად გამორიცხავ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ.
„ჩვენ რასაც ვაკვირდებით ძალიან სამწუხარო მომენტებია. ვხედავთ, რომ არის ხალხი, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, პარტიული ამხანაგი თუ ა.შ და ამას აღიქვამენ საქართველოს მეგობრობას. მიხეილ სააკაშვილის მეგობრობა არათუ ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მეგობრობას, არამედ დიდი ალბათობით, სწორედაც, რომ არ ნიშნავს საქართველოს მეგობრობას. როდესაც მეგობრობას უცხადებ ადამიანს, რომელმაც დეპუტატის ცემა დააორგანიზა, ადამიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანს, რომელმაც ამ ქვეყანაში ჩაგვრის სისტემა შექმნა - ამ ადამიანს, როდესაც უცხადებ სოლიდარობას აქ, რა თქმა უნდა, ავტომატურად გამორიცხავ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ. გარკვეულ ტრენდად იქცა, რომ ყველა თავის თავს წარმოაჩენს საქართველოს მეგობრად ისე, რომ არ ეკითხება საქართველოს და ქართველ ხალხს იმიტომ, რომ არ მგონია ქართველი ხალხი თვლიდეს, რომ მისი მეგობარია ის ადამიანი, რომელიც ადამიანის ცემა დააორგანიზა, ის ვინც ადამიანის მკვლელების დაუსჯელობას უწყობდა ხელს და რომელმაც ამ ქვეყანაში ჩაგვრის სისტემა შექმნა.
რაც შეეხება ვინ უჭერს და ვინ არა საქართველოს მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებას. სამწუხაროდ, ევროკავშირში არიან სკეპტიკოსები ქვეყნები თუ ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც ჯერ ჩამოყალიბებულები არ არიან ამ სამი ქვეყნის კანდიდატობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.