„ჟანგბადდამოკიდებულია, თუმცა იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“ - მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ლევან რატიანი „პრაიმტაიმთან“ პირველ კომენტარს აკეთებს

რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი საავადმყოფოში გადაყვანილი მომღერლის, მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "პრაიმტაიმს" ესაუბრა. 

მედიკოსის თქმით, მერაბს ფილტვების ანთება და სეფსისი აქვს, თუმცა ის იმედოვნებს, მედიკოსები მომღერლის მდგომარეობის მართვას შეძლებენ.  

"მერაბ სეფაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ჟანგბადდამოკიდებულია, პნევმონია და სეფსისი აქვს. ახლა, სტაბილურად მძიმეა, თუმცა იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, გონებაზე არის, ამ წუთასაც მასთან ვიყავი..." - განმარტავს ლევან რატიანი. 

 

ასევე დაგაინტერესებთ: