პოსტფაქტუმ დამნაშავის დასჯა არ უშველის იმ ანგელოზს - ეკა ლალიაშვილი

ავარია

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარ ავარიას, რომლის დროსაც ავტომობილის მძღოლი 8 წლის ბავშვს დაეჯახა, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, პოსტფაქტუმ დამნაშავის დასჯა არ უშველის იმ ანგელოზს, რომელიც იდგა თავის კუთვნილ ტროტუარზე და ელოდა სკოლის ავტობუსს.

„ვცდილობ გარემოში არსებულ სიმძიმეს ჩემი მძიმე პოსტები არ დავამატო, თუმცა ის რაც გუშინ დამართეს 8 წლის ბავშვს ტროტუარზე, ამაზე გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია. სისხამ დილით მაღალი სიჩქარით, უხეში დარღვევით მომავალი მძღოლი არის იმის დემონსტრირება რომ პოტენციურ მკვლელებს აღარ შერჩათ იმის განცდა რომ საგზაო დარღვევისთვის პასუხი გაეცემათ, არ აქვთ იმის განცდა, რომ ამგვარი ქცევა დანაშაულია! პოსტფაქტუმ დამნაშავის დასჯა არ უშველის იმ ანგელოზს, რომელიც იდგა თავის კუთვნილ ტროტუარზე და ელოდა სკოლის ავტობუსს! გამოფხიზლების დროა“, - წერს ეკა ლალიაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ შარტავას ქუჩაზე სწრაფად მიმავალი ავტომობილის მძღოლი სკოლაში მიმავალ 8 წლის ბავშვს დაეჯახა, თავად კი ამოტრიალდა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მძღოლს ბრალი წაუყენა, მას 3-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.