როგორია დიდ დიღომში, აფეთქებისას დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა

აფეთქება

დიდ დიღომში, საცხოვრებელი სახლის აფეთქებისას დაშავებული დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ერთ წლამდე ბავშვი მკურნალობას იაშვილის კლინიკაში გადის.

ის მართვით სუნთქვაზეა, ხოლო 30 წლის ქალი ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება გუშინ, გამთენიისას მოხდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, დედა და მცირეწლოვანი შვილი.

„მდგომარეობა შეფასდა კრიტიკულად მძიმედ, მოთავსდა პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც ამჟამად მკურნალობას გადის. მისი დიაგნოზი გახლავთ სხეულის უნივერსალური დამწვრობა მე-2-3 ხარისხის, სასუნთქი თერმულ-ინჰალაციური დაზიანება, დამწვრობითი შოკი. ამჟამად მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“, - აცხადებს რეანიმატოლოგი გიორგი ბენიძე.