"სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ... " - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის შემზარავი ამბავი
1741779265
დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოჯახის 3 წევრი დაშავდა. დედ-მამა და მცირეწლოვანი შვილი.
ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ამასთან, ადგილობრივების ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ადგილზე მდგომი მანქანები.
„დაახლოებით 07:00 საათი იქნებოდა აფეთქების ხმა რომ გავიგეთ. ბავშვი გამოიყვანეს დამწვარი, ჩვეულებრივად სუნთქავდა. წაიყვანეს და როგორც ვიცი, რეანიმაციაშია. ბევრი დაზარალდა. დაშავებულია ბავშვი და დედა, რომელიც გარეთ კართან იდგა, აფეთქების შედეგად კი ეზოში დაეცა. მესამე ადამიანი გვერდზე სახლში მცხოვრებია და როგორც ვიცი, აფეთქებისას საწოლიდან გადმოვარდა“, - განაცხადა ადგილობრივმა რეზო გოგიაშვილმა.