სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდო, გაყიდვის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ჩვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფ „ვეძებ“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, წლების განმავლობაში, სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაყიდვის ფაქტებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს არასრულწლოვნით ვაჭრობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე.

„შინაარსი არის ერთი და იგივე, გააჩინა ბავშვი, ბავშვი იყო ჯანმრთელი მაგრამ მესამე დღეს უთხრეს, რომ გარდაიცვალა... მეორე სამშობიაროში ჰქონდათ ერთი განყოფილება, სადაც ინახებოდა გარდაცვლილი, გაყინული ბავშვები და იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მოითხოვდა ვითომ გარდაცვლილი შვილის ნახვას, აჩვენებდნენ იმ ბავშვს, რომელიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული“, - ამბობს თამუნა მუსერიძე. 

31 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ექვსი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ჯგუფის „ვეძებ“ ადმინისტრატორი თამუნა მუსერიძე.

გარდა გასული საუკუნის 80-90-იან წლებში დაბადებული ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაყიდვის ფაქტებისა, თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია 2003 წელს დაბადებული ორი ჩვილის უკანონო გაშვილების შესახებაც.