ნაძვის ხის დადგმის საუკეთესო თარიღები დეკემბერში
1794774449
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ.
როგორც ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის წარმომადგენელმა, გიორგი გიორგაშვილმა განაცხადა, შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, დაიწყება თუ არა გამოძიება დაცვის მხარის მოთხოვნაზე.
„პროკურატურაში შემოსულია წერილობითი მოთხოვნა გარკვეული ინფორმაციით, თუმცა ინფორმაციაში არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნები. შევდივართ ირაკლი ღარიბაშვილთან მეტი ინფორმაციის მისაღებად გასაუბრების მიზნით, რის შედეგაც გადაწყდება გამოძიების დაწყება-არდაწყების საკითხი“,- განაცხადა გიორგაშვილმა.
საქმე ეხება ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნას, რომ ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გავრცელებულ წერილებში მოყვანილ ფაქტზებზე გამოძიება დაიწყოს.