კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში ძალიან მკაცრი ზამთარი არ ყოფილა, ადამიანების უმრავლესობა მოუთმენლად ელოდება მარტს. ვიცით, რომ მარტი ტრადიციულად „გიჟია“ და ყველანაირი სახის ამინდია მოსალოდნელი, თუმცა, ყველას სითბო და მზიანი დღეები „გვეჩქარება“.
როგორი მარტის თვე გვექნება საქართველოში - ამ კითხვით „პრაიმ თაიმმა“ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სინოპტიკოსს, სვეტლანა ნიორაძეს მიმართა. მან განგვიმარტა, რომ დეტალები ყოველთვის ზუსტდება, შედარებით სანდო 7-10 დღეა, თუმცა, მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ, რაც უფიქსირდებათ, დეტალურად მოგვახსენა.
„მარტის თვეში თვის საშუალო ტემპერატურა როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1 გრადუსით დაბალია, საშუალო ყოველწლიურ მნიშვნელობაზე. მარტი ცოტა საშიში თვეა, არ არის გამორიცხული, აპრილის შუა რიცხვებამდე უარყოფითი ტემპერატურა დაფიქსირდეს.
წელს, მარტში დასავლეთ საქართველოს დაბლობში შესაძლოა, ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცეს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -5, -7-მდე.
შიდა ქართლში არ არის გამორიცხული, 8-10 გრადუსი იყოს ყინვა. ასეთი პროგნოზია.
ცალკეულ დღეებში, უფრო თვის ბოლოს, მესამე დეკადაში შესაძლებელია, ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში მოიმატოს +28 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში 22,23 გრადუსამდე.
არც თოვლია გამორიცხული - საკმაოდ დაბალი ტემპერატურებია მოსალოდნელი და ნალექიანი ამინდები. დასავლეთ საქართველოში საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე მეტია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში ყველანაირი სურათი გვაქვს - მეტიც, ნაკლებიც და ნორმის ფარგლებშიც.
მარტის მეორე ნახევარში სითბო მოიმატებს“, - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.
ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს
1742830735
რუსეთმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანა
1742828418