,,წვიმა და ღრუბელი” - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

წვიმიანი ამინდი

 საქართველოში ამინდი კვლავ არასტაბილურია  ზოგიერთ რაიონში წვიმიანი დღეებია მოსალოდნელი.

შემოდგომისთვის დამახასიათებელი ამინდი ტემპერატურის ცვლილებასა და პერიოდულ ნალექს უკავშირდება.

15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ნალექი შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებშიც აღინიშნოს.

16 ოქტომბერს ქვეყნის ორივე ნაწილში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მატება და ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცალკეულ ადგილებში ნალექი შესაძლოა ძლიერი იყოს, ასევე შესაძლებელია ნისლი.

17 ოქტომბერს ამინდი შედარებით დასტაბილურდება და დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში უმეტესად თბილი ამინდია მოსალოდნელი.

✕