„მანქანა ამობრუნდა...“ - ცნობილი ხდება, ყვარელში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული ბიჭის ვინაობა
1792051345
ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ძაღლებს შეუძლიათ, გარკვეული სიტყვები ამოიცნონ და მათ შესაბამისი ქცევით უპასუხონ. აღმოჩენა მიუთითებს, რომ ოთხფეხა მეგობრები მხოლოდ ადამიანის ჟესტებსა და ხმის ტონს არ ეყრდნობიან.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ხმოვანი ღილაკების გამოყენებას მიჩვეული ძაღლები შეისწავლეს. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ცხოველები სიტყვებზე - მათ შორის, „თამაში“ და „გარეთ“ - რეაგირებდნენ მაშინაც კი, როდესაც მათ პატრონის ნაცვლად უცხო ადამიანი წარმოთქვამდა ან ღილაკის საშუალებით ისმოდა.
კვლევაში ორი ექსპერიმენტი ჩატარდა, რომლებშიც ჯამში 59 ძაღლი მონაწილეობდა. მიღებული შედეგები აძლიერებს მოსაზრებას, რომ ძაღლებს შეუძლიათ სიტყვების მნიშვნელობის დამუშავება და არა მხოლოდ ადამიანის თანმხლებ სიგნალებზე რეაგირება.
მეცნიერების აზრით, ეს აღმოჩენა ადამიანისა და ძაღლის კომუნიკაციის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება. მიუხედავად ამისა, კვლევა არ ნიშნავს, რომ ძაღლებს ადამიანის ენა სრულად ესმით. მათ აქვთ უნარი, კონკრეტული სიტყვები ამოიცნონ.