როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - 14 იანვრის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-დან 17 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

14 იანვრის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

თბილისი - ღამით -1°, დღისით +2°, მოსალოდნელია თოვლი; სოხუმი - ღამით +1°, დღისით +5°, უმეტესად უნალექოდ.

ბათუმი - ღამით +1°, დღისით +4°, მოსალოდნელია თოვლი; ფოთი - ღამით 0°, დღისით +5°, მოსალოდნელია თოვლი.

ზუგდიდი - ღამით 0°, დღისით კი +5°, უმეტესად უნალექოდ; ქუთაისი - ღამით 0°, დღისით +3°, მოსალოდნელია თოვლი.

მესტია - ღამით -10°, დღისით -2°, თოვლი; ბორჯომი - ღამით -6°, დღისით კი -2°, თოვლი.

ახალციხე - ღამით -7°, დღისით კი -3°, თოვლი; ცხინვალი - ღამით -5°, დღისით -2°, თოვლი.

რუსთავი - ღამით -1°, დღისით +3°, უმეტესად უნალექოდ; თელავი - ღამით -2°, დღისით კი +3° უმეტესად უნალექოდ.

ლაგოდეხი - ღამით 0°, დღისით +3°, უმეტესად უნალექოდ; სიღნაღი - ღამით 0°, დღისით კი +3°, უმეტესად უნალექოდ.

ცაგერი - ღამით -4°, დღისით კი -2°, თოვლი; ბახმარო - ღამით -8°, დღისით -5°, მოსალოდნელია თოვლი.