„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
29 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ოზურგეთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
ბათუმში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ფოთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +26, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
სოხუმში იწვიმებს, +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მოსალოდნელია მზიანი ამინდი. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ახალქალაქშიც უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, ხოლო ღამით +9 გრადუსი იქნება.
ბორჯომში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, +25 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც იწვიმებს. დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.
ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +20 ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმას ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მოსალოდნელია მზიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.