„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
კათოლიკური ეკლესია ევროკავშირს, ომის საკითხებში ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს - ინფორმაციას POLITICOავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ვატიკანში, რომის პაპის მიერ მოწვეულ კარდინალთა დახურულ კონფერენციაზე, თანამედროვე ომებსა და კონფლიქტებზე იმსჯელეს.
კონფერენციის გახსნისას, ვატიკანის დოქტრინის ხელმძღვანელმა, კარდინალმა ვიქტორ მანუელ ფერნანდესმა ევროკავშირი საგარეო პოლიტიკაში არათანმიმდევრულობაში და საერთაშორისო სამართლის შერჩევით გამოყენებაში დაადანაშაულა.
მისი განცხადებით, საერთაშორისო რეაქციებს ხშირად პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები განსაზღვრავს.