„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ზედიზედ მეხუთე წელია, პუტინი ისე ლაპარაკობს, თითქოს ომს მოიგებს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით.
„ოთხი წლის განმავლობაში მილიონ 300 ათასამდე ადამიანის დაკარგვის მიუხედავად, ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწიეთ. თქვენი ნელი წინსვლა შეჩერდა და ომი თქვენს ტერიტორიაზე ბრუნდება“, - წერს ტიხი.
ცნობისთვის, კრემლის ლიდერმა მმართველი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ფრონტის ხაზზე პოზიციებს კარგავენ და ტერორიზმს მიმართავენ.