„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ერთ-ერთ ამერიკულ ოჯახში, სამზარეულოში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ, დააფიქსირა კადრები - პატარა დების სახიფათო თამაში. მოზარდებმა ე.წ. სქუიშის სათამაშო ჯერ მაცივარში გაყინეს, შემდეგ მიკროტალღურ ღუმელში გააცხელეს. ღუმლიდან გამოღებისას კი გახურებული, ჟელესებური მასით სავსე სათამაშო გასკდა და 7 წლის სკარლეტმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო.
ირკვევა, რომ ამგვარი გართობისკენ ბავშვებს სოციალურმა ქსელებმა უბიძგა. პატარა გოგონებმა გაიმეორეს ტრენდი, რომელმაც უკვე ათობით პატარა დააზიანა. დაზიანებების შემთხვევა საქართველოში არ ყოფილა, თუმცა ტრენდი ქართველ ბავშვებშიც აქტუალურია.
თითქოს უწყინარი გართობის გართულებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, რისკის გათვლა კი - შეუძლებელი. პედიატრები ყურადღებას თავად სათამაშოს არამიზნობრივ გამოყენებაზე, შემადგენლობასა და ხარისხზე ამახვილებენ.
სათამაშო ასე გამოიყურება - ჟელესებური მასა არის სხვადასხვა ფორმის რბილ კაფსულაში და მარტივად იღებს სხვადასხვა ფორმას. ბავშვთა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ, ტრენდისგან დამოუკიდებლად, თავად სენსორული სათამაშოები საკმაოდ ფუნქციურია და მას თერაპიული დანიშნულებაც აქვს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ექსპერიმენტის რისკების შესახებ ბავშვებმა უნდა იცოდნენ და მოუწოდებენ მშობლებს, განუმარტონ პატარებს საფრთხეები.
ახალი საშიში ტრენდის გამოუსწორებელი შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელია, სათამაშოების მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოყენებით და ექსპერიმენტებზე უარით. სპეციალისტების რჩევების გათვალისწინებით კი მთავარი, საფრთხეების შესახებ ბავშვების ინფორმირებაა.
@primetime.ge ტრენდი, რომელმაც ათობით პატარა დააზიანა - სახიფათო გართობისკენ ბავშვებს სოციალურმა ქსელებმა უბიძგა
♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი