როგორი ამინდი შენარჩუნდება დღეს საქართველოში

ამინდი

10 მარტს ქუთაისში +21 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთში, სადაც დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა 22 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +10 გრადუსია, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 2 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +16 ღამის ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო ამინდი და +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +9, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +21 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +21 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.