პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, როგორ უნდა დაიცვან ზღვაზე დამსვენებლებმა თავი კორონავირუსისგან. როგორც გოგინავა აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა და ხალხმრავალი ადგილებისგან დისტანცირება.
„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა, ზღვის სეზონზე განსაკუთრებით. პირველ რიგში, ზღვაზე ჰიგიენური ნორმების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსული თუ არავირუსული ინფექციები. ასევე, ადამიანებმა, რომლებსაც ექნებათ სიმპტომები, როგორიც არის ყელი ტკივილი, ხველა, ტემპერატურა, თავი უნდა აარიდონ სხვა ადამიანებთან კონტაქტსა და ხალხმრავალ შეკრებებს, რათა ვირუსის გავრცელების წყარო არ გახდნენ.
ჩემი აზრით, რეკომენდებულია ტრანსპორტში ვეცადოთ, რომ გამოვიყენოთ პირბადე. ზღვის სეზონზე რეგულაციები არ დაწესდება, მაგრამ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობით ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილური დარჩეს“,- განაცხადა გოგინავამ.
ცნობისთვის, საქართველოში ისევე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსი კვლავ ცირკულირებს. მიუხედავად ზაფხულის სეზონისა, ჩვენს ქვეყანაში ვირუსის შემთხვევათა მაღალი რაოდენობა ფიქსირდება.