პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ითხოვს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შეკავების მიზნით, გარკვეული რეგულაციები დაწესდეს, რაც მისი თქმით, პირბადის ტარების შემოღებასა და დისტანცირების დაცვას გულისხმობს. როგორც ხმალაძე აცხადებს, თუ სახელმწიფომ რეგულაციები არ შემოიღო, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მხრივ, უარყოფით შედეგს მიიღებს.
„მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ადამიანთა თავდაცვა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ახლა ქვეყანაში ვირუსის ახალი ტალღა დაიწყება, თუმცა დადებითი ფაქტი ის არის, რომ ის ამჟამად შედარებით ნაკლებად დამთრგუნველია. მიუხედავად ამ ფაქტისა, მოვითხოვ, რომ ადამიანთა თავშეყრის ადგილებში: მაღაზიებში, კინოთეატრებში, რესტორნებსა და ა.შ. მოხდეს შეზღუდვების დაწესება, ლაპარაკი მაქვს პირბადის ხმარებასა და დისტანცირებაზე.
ელემენტარული წესების დაცვა ისევ წინა პლანზე უნდა წამოვიდეს, რადგან ძალიან მაღალი აქვს ვირუსს გადამდებლობის უნარი. ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ და ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ ამ პროცესში არ ჩაერია სახელმწიფო, ისე არაფერი გამოვა“,- განაცხადა ხმალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ისევე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსი კვლავ ცირკულირებს. მიუხედავად ზაფხულის სეზონისა, ჩვენს ქვეყანაში ვირუსის შემთხვევათა მაღალი რაოდენობა ფიქსირდება.