დაწესდება თუ არა შეზღუდვები? - პაატა იმნაძის განმარტება

იმნაძე

"შეზღუდვები და რეგულაციები მაშინ წესდება, როცა გადაიტვირთება სამედიცინო სექტორი, როცა ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გაჭირდება. საბედნიეროდ, ასეთი პროგნოზი, ჯერჯერობით, ნამდვილად არა გვაქვს. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე", - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

"კორონასთან ერთად უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლება, იგივეა ბევრ ქვეყანაშიც. გასაგებია, რომ ადამიანები დაიღალნენ რეგულაციებისგან, აქ ლაპარაკი არ არის შეზღუდვაზე, შეზღუდვა ერთია, რეგულაცია მეორე.

კორონავირუსის შემოსვლიდან ორი წელი გავიდა, ყველამ ვნახეთ მისგან გამოწვეული სამწუხარო შედეგები, აქედან გამომდინარე ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ ახლა არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღების დრო, ვისაც აქვს მაღალი რისკი, იმას ვურჩევთ, ატარონ ნიღაბი, დანარჩენი ადამიანის გადასაწყვეტია. ქვეყანაში ყველა ეტაპზე კეთდებოდა ის, რაც იმ ეტაპისთვის უნდა გაკეთებულიყო. მთავარი არის ის, რომ საავადმყოფოებზე დატვირთვა დღესაც არ არის",- განაცხადა იმნაძემ.