პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ექიმების და ექთნების მინიმალური ანაზღაურება დადგენილებით განისაზღვრა. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ექთნების მინიმალური ხელფასი 752 ლარი უნდა იყოს, ხოლო ექიმების - ₾1260.
„ექთნების და ექიმების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც საკმაოდ დაბალ ანაზღაურებას იღებენ. ჩვენ მთელი წელი ვმუშაობდით ამ დადგენილებაზე, რამდენიმე თვის განმავლობაში ამას საპილოტე პროექტადაც ვახროციელებდით სახელმწიფო კლინიკებში. პროცესს ვაკვირდებოდით და ვფიქრობთ, რომ იმ გადახდებით სამედიცინო სერვისებზე, რასაც სახელმწიფო ანაზღაურებს საყოველთაო ჯანდაცვიდან, მიზანშეწონილია ექიმებისა და ექთნებისთვის ყოველთვიური ხელფასის მინიმალური ოდენობა განისაზღვროს. ექთნების შემთხვევაში, დარიცხული უნდა იყოს 792 ლარი, ხოლო ექიმების შემთხვევაში - 1260 ლარი. ეს არის მინიმალური ხელფასი და არა ფიქსირებული“, - განაცხადა აზარაშვილმა.
რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.
ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაიზრდება. 2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში - 9 ლარი, ექთნის კი 5.6 ლარი გახდება.