პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საახალწლო პერიოდში ადამიანები განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ზოგიერთმა პროდუქტმა, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
რას უნდა ავარიდოთ თავი საახალწლო სუფრაზე, ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მაკა რუხაძე საუბრობს.
„ნიგოზი თხილეულს შორის ნომერ პირველი ალერგენია. რა თქმა უნდა, გოზინაყის და ა.შ. ახალი წელი წარმოუდგენელია, მაგრამ თუ ადამიანს ნიგვზის მიმართ აქვს ჰიპერმგრძნობელობა, თუ მაქვს აქვს ალერგია, მაშინ აუცილებლად უნდა მოერიდოს აღნიშნულ პროდუქტს. თხილეული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალერგენია, შესაძლოა მან ანაფილაქსიაც გამოიწვიოს. თუ ადამიანს ნიგოზთან მიმართებაში უკვე ჰქონდა მსგავსი შემთხვევა, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს იქ, სადაც მიდის სამზადისი, რადგან მან შესაძლოა ჩაისუნთქოს სურნელი და ასე განვითარდეს ალერგია. თუ ადამიანს აქვს ალერგია რძე, კვერცხზე, მან უნდა იცოდეს, რომ ეს ალერგენები ბევრ საკვებში, სასმელში არის შეფარული, შენიღბული. მაგალითად, ზოგიერთი ლიქიორი რძეს შეიცავს, ზოგიერთი კოქტეილი კვერცხის ცილას.
სასურველია, რომ ყველა რესტორანში მითითებული და გაშიფრული იყოს ინგრედიენტები, ან თავად ადამიანმა დაასახელოს რაზე აქვს ალერგია. ალერგიულ ადამიანს გარკვეული მენიუ და ნიუანსების გათვალისწინება სჭირდება. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს კვებითი ალერგია კონკრეტული ალერგენის მიმართ, მაგრამ ამ პროდუქტის დიდი რაოდენობით მიღების შედეგად განუვითარდეს ალერგია. ზომიერება, ოქროს შუალედი ყველგან საჭიროა.
დიდი რაოდენობით ციტრუსის მიღების შემდეგ, ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ალერგია, მწვავე ჭინჭრის ციება და ა.შ. , მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ალერგია აქვს ციტრუსის მიმართ, მან უბრალოდ დიდი რაოდენობით მიიღო პროდუქტი და ამიტომ ფერმენტულად ვერ მოხდა მისი გადამუშავება.
ხანდახან ალერგიას გარკვეული პროდუქტების ერთად მიღება იწვევს. ასევე საახალწლო სუფრაზე შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი საკვები, ტროპიკული ხილი, აზიური სამზარეულო, რომელთაც ზოგადად არ მივირთმევთ ხოლმე და არ ვიცით, რამდენად ალერგიულია ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკვების შენახვის ტექნიკაც, მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი საწებელს ასპირინს უმატებს, რაც არ შეიძლება. არსებობს ასპირინით გამოწვეული რესპირაციული პრობლემა, ასთმა, ჭინჭრის ციება და ა.შ. თუ ადამიანს გარკვეული ქრონიკული პათოლოგია აქვს და იღებს მედიკამენტებს, ტოქსიკური რეაქცია მედიკამენტის საკვებთან ან სასმელთან ურთიერთქმედებამაც შეიძლება გამოიწვიოს“,- განაცხადა ალერგოლოგმა „ფორტუნას გადაცემაში“.