როგორ შეიქმნა კურორტი შოვი

შოვი

კურორტი შოვი, ამბროლაურის რაიონის სოფელ წკადისში 1876 წელს დაბადებული ექიმის შამშე ლეჟავას წყალობით შეიქმნა. შამშე ლეჟავამ სამედიცინო განათლება 1905-1910 წლებში ვენის უნივერსიტეტში მიიღო. ევროპაში ყოფნისას მან შეისწავლა კურორტები: ალანდი, დავოსი, ვილდუნგენი, ბადენი, კარლსბადი, ვალენზეე, აუსზეე და სხვები.

1913 წლიდან ლეჟავა აქტიურად მუშაობდა შოვში კურორტის დაარსების საკითხზე. 1925 წელს საძირკველი ჩაეყარა შოვის პირველი სანატორიუმის მშენებლობას. რამდენიმე წელში შოვში აშენდა ელექტროსადგური, კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლი, პოლიკლინიკა, მეორე სანატორიუმი. კურორტს თავიდან შამშე ლეჟავას პატივსაცემად „შამშოვი“ დაერქვა, ხოლო რეპრესირების შემდეგ ''შამ'' მოაშორეს და ''შოვი'' დარჩა. 1929 წელს, კურორტი შოვი (შამშოვი) გაიხსნა.

შამშე ლეჟავა დააპატიმრეს 1937 წლის 25 ივნისს და ბრალად წარუდგინეს მემარჯვენე კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში მოღვაწეობა. წინასწარი გამოძიების მსვლელობისას, ბრალდებულმა ლეჟავამ მისთვის წაყენებულ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო და მისცა ჩვენება, რომ კონტრრევოლუციურ საქმიანობაში 1928 წლიდან ჩაითრია საქართველოს მემარჯვენე კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საქ. კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა მდივანმა, მამია ორახელაშვილმა.

დახვრეტის თარიღი: 1937 წლის 20 სექტემბერი.

წყარო

ასევე ნახეთ:

„სადაა ამ ცხოვრების სამართალი და კანონზომიერება... ეს დღეები ვიკავებდი თავს არ გავგიჟებულიყავი...“ - რას წერს გოგა ბერიძე ლუკაზე

ვინ არიან შოვში დაღუპულები - დადასტურებული ინფორმაცია

„მიწა თითქოს წყლად იქცა. წყლად კი არა, უზარმაზარ, შავ ტალღებად... წალეკა და ჩაიხვია სოფელი“ - რას იხსენებს მოქალაქე

VIDEO: რა ისმის ფარულ ჩანაწერში, რომელიც მახათას მთაზე მომხდარ კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება - „მეტი არ მინდა, მაგან ჩემი სიტყვა ჰაერზე ააგდოს...“