გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ტემპერატურის მომატებასთან ერთად აქტუალური გახდა რუჯის მიღების საკითხი, თუმცა ადამიანების ნაწილს პრობლემატური კანი აქვთ და არ იციან როგორ დაიცვან თავის.
დერმატოლოგმა, ლიკა ბარელაძემ გადაცემა „სხვა შუადღეში“ საუბრის დროს განმარტა თუ როგორ უნდა მიიღონ რუჯი სხვადასხვა ტიპის პრობლემური კანის მქონე პირებმა.
მისი თქმით, ყველა ტიპის კანი ჯობია, რომ მოემზადოს რუჯამდე, ვთქვათ ზედაპირული შრე, რომ აიქერცლოს სკრაბებით ან მსუბუქი პილინგებით. პილინგიდან ცოტა დრო დაახლოებით 10 დღე უნდა გავიდეს რათა არ აჭრელდეს კანი.
ზოგადად დამცავები დაახლოებით ორი სამი საათი მოქმედებს, შემდეგ კი განახლება სჭირდება.
როგორ უნდა გაირუჯოს ადამიანი თუ მას აქვს:
კანი კაპილარებით - ამ დროს სიმხურვალემ შესაძლოა უფრო გააწითლოს კანი და პიგმენტური ლაქებიც გამოიწვიოს, ამიტომ აუცილებელია დამცავით გაირუჯოს და მაქსიმალური ფილტრით გამოიყენოს 50-იანი SPF [მზისგან დამცავი ფაქტორი]
აკნესკენ მიდრეკილი კანი - მსუბუქი დამცავი აუცილებლად უნდა იხმაროს, უნდა იყოს თხელი ტექსტურა, დამცავი უნდა იყოს ცხიმიანი კანისთვის SPF უნდა იყოს 50-იანი
აკნეს ტიპის კანი - ზოგადად აკნეს ტიპის კანს მზე უხდება, აშრობს ზედაპირს, შესაბამისად ცხიმი, რომ მოიხსნება კანიც შედარებით უკეთ გამოიყურება და კარგად ინიღბება აკნეს შემდგომი ლაქები, თუმცა შეიძლება ,რომ ზედაპირი ზედმეტად გამოშრეს, ცხიმი ისევ დარჩეს კანქვეშ და კიდევ გამწვავდეს გამონაყარი. თუ ადამიანი მკურნალობის ქვეშ არის ამ დროს ეკრძალება რუჯი, რადგან ისეთ პრეპარატები გამოიყენება, რომელიც მზესთან რეაქციაში შედის.
კანი პიგმენტური ლაქებით - პიგმენტაცია, როცა იწყება რუჯს ვემშვიდობებით. აუცილებლად უნდა გვქონდეს დამცავი. მაქსიმალურად უნდა მოარიდონ პრობლემური ზონა მზეს. გარდა იმისა, რომ ამ ტიპის კანის მქონე პირმა დამცავი უნდა იხმაროს, მექანიკურადაც უნდა დაიცვას თავი ვთქვათ ქუდით, რადგან აქტიური პიგმენტია და მაინც შეიძლება, რომ ასხლეტილი სხივებით პიგმენტი კიდევ უფრო მეტად გაამუქოს.
ძალიან თეთრი კანის ტიპი - ამ ტიპის კანსაც მაქსიმალური დაცვა სჭირდება. ასეთი ტიპის კანს ხშირად აქვს ხალები, უჭირს გარუჯვა და ფერის შეცვლა, იწვება და რისკი იმის, რომ რამედ გარდაიქმნას ეს წარმონაქმნები დიდია, ამიტომ ესენიც აუცილებლად ექვემდებარებიან მაქსიმალურ დაცვას. შეუძლიათ ფილტრი დაუწიონ ნელ-ნელა, რომ შეირუჯონ. ეს ეხება იმ ადამიანებსაც, ვისაც ძალიან თეთრი კანი არ აქვთ, თუმცა ბევრი ხალი აქვთ.
ბავშვები რუჯი უნდა მიიღონ დილის საათებში 11 საათამდე და საღამოს ხუთი საათის შემდეგ, მათაც აუცილებლად სჭირდებათ მაქსიმალური დაცვა SPF 50 პირველივე წამიდან, იმიტომ რომ მათ კანს არ აქვს იმუნიტეტი.
რუჯის შემდეგ ინტენსიურად უნდა ვიხმაროთ დამატენიანებელი, რომ ის ფერიც შევინარჩუნოთ რაც მივიღეთ, და უფრო დიდხანს გაძლოს, უხეში ღრუბლები არ მოვიხმაროთ დაბანის დროს, რომ არ აჭრელდეს კანი. ეცადეთ დამატენიანებელი არ შეიცავდეს რაიმე მჟავას, რათა კანის აქერცვლა არ გამოიწვიოს.
ლაზერის შემდგომ ათი დღის განმავლობაში რუჯის მიღება არ არის სასურველი.