როგორ მივიღოთ ავტო და მიკრო სესხები ლიბერთი ბანკისგან?

სესხი

თუ მოულოდნელად ფული გჭირდებათ და არ იცით, სად მოიძიოთ საჭირო ფინანსური რესურსები უმოკლეს დროში, გეტყვით, რომ ამისთვის ბევრი განსხვავებული და რაც მთავარია, უსაფრთხო გზა არსებობს. თუ ძველად რთული ფინანსური მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი მევახშეების მიერ ნასესხები ფული იყო, დღეს ბევრად დიდი არჩევანი გვაქვს.

ალტერნატივებს შორის, ყველაზე მარტივი, დაცული და სწრაფი არის სესხის აღება ფინანსური ორგანიზაციებისგან.

რა არის და როგორ მივიღოთ სესხი?
სესხი არის თანხა, რომელსაც გვაძლევს ბანკი, მიკროსაფინანსო ან ნებისმიერი სხვა ტიპის ფინანსური ორგანიზაცია. სესხს აქვს წინასწარგანსაზღვრული მიზნობრიობა და პირობები, მაგალითად:

● გადახდის ვადა

● საპროცენტო განაკვეთი

● ყოველთვირად გადასახადი თანხის რაოდენობა

● გრაფიკი და სხვ.

არსებობს რამდენიმე განსხვავებული ტიპის სესხი:

● ბიზნეს სესხი

● მიკრო სესხი

● სამეწარმეო სესხი

● სამომხმარებლო სესხი

● ავტო სესხი

● იპოთეკური სესხი და სხვ.

აქვე გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას რამდენიმე ტიპის სესხის შესახებ, რათა მარტივად განსაზღვროთ, თუ რა სიტუაციაში და რა პირობებით შეგიძლიათ მათი მიღება.

რა არის ავტო სესხი?
ავტო სესხი წარმოადგენს სესხის ისეთ ტიპს, რომელიც მომხმარებლებზე მანქანის შეძენის მიზნობრიობით გაიცემა. მისი მიღება საკმაოდ მარტივია და 5 ძირითად ეტაპს მოიცავს:

● ავტომობილის შერჩევა

● განაცხადის გაკეთება სესხზე

● პირადი ინფორმაციის შევსება / დადასტურება

● პირობების გაცნობა

● სესხის მიღება

ავტო სესხის უპირატესობები:
● მარტივი და სწრაფი პროცედურა

● მომსახურების საკომისიო 0

● არ სჭირდება თანამონაწილეობა

● მოქნილი გადახდის გრაფიკი

● მტკიცდება ნებისმიერი ტიპის შემოსავლის გათვალისწინებით

რა არის მიკრო სესხი?

მიკრო სესხი იგივე მცირე ბიზნეს სესხია, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის გასავითარებლად შესანიშნავი საშუალებაა. მისი გამოყენება, ასევე, შესაძლებელია სამომხმარებლოს მიზნობრიობითაც.

თუ გსურთ აიღოთ ავტო ან მიკრო სესხი, ლიბერთი ბანკი გთავაზობს კონკურენტულ პირობებს.

ლიბერთი ბანკის მიკრო სესხის უპირატესობები:
● სესხი გაიცემა სამომხმარებლო და სამეწარმეო მიზნობრიობის დასაფინანსებლად

● 50 000 ლარამდე სესხი უზრუნველყოფის და თავდების გარეშე

● ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდი

● ბიზნესზე მორგებული გადახდის გრაფიკი

● ბიზნესის გაფართოებისთვის სესხის განახლების შესაძლებლობა

● თანხის ათვისება სურვილისამებრ - ერთჯერადად, ან რამდენიმე ტრანშად

ლიბერთი ბანკის მიკრო სესხის პირობები:

ლიბერთი ბანკის შეთავაზებებისა და სესხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ესტუმრეთ კომპანიის ვებ-გვერდს: www.libertybank.ge  ან ბანკის ფილიალს.