„სასიკვდილო ჯადო გაუკეთეს, გთხოვთ, თუ გეცნობათ დამაკავშირეთ...“ - რას წერს შოთო სიხარულიძე
1716138387
მორწმუნე მართლმადიდებელნი დიდმარხვაში ეფრემ ასურის ლოცვას, იგივე სინანულის კანონს ასრულებენ დილა-საღამოს ლოცვის შემდეგ, გარდა პარასკევის საღამოდან - კვირა დილის ჩათვლით.
ამ ლოცვის კითხვა ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოდან იწყება და ვნების კვირის ოთხშაბათ დილამდე იკითხება, ანუ თითქმის მთელი დიდმარხვის პერიოდში.
ასე რომ, ეფრემ ასურის ლოცვის კითხვას ვასრულებთ ვნების კვირის ოთხშაბათ დილას.
***
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).
ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).
ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.
ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).
ასევე დაგაინტერესებთ: