რატომ უკეთებდა ორსულობისას საკუთარ თავს ექოსკოპიას გენრიეტა გაგოშიძე - უცნობი ფაქტი ექიმის ცხოვრებიდან

გენრიეტა გაგოშიძე

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რადიოლოგი, გაგუას კლინიკის ექიმი, გენრიეტა გაგოშიძე გარდაიცვალა. ექიმს ბევრი ადამიანი იცნობდა და მის კაბინეტთან რიგებიც ყოველთვის იყო.

უკვე წლებია გენრიეტა გაგოშიძე დავით გაგუას სამშობიარო კლინიკის სახე იყო. მისი სახელი თბილისში და არა მხოლოდ, თითქმის ყოველი მეორე ქალბატონისთვის ნაცნობია. გენრიეტა  2008 წლიდან გაგუას სამშობიარო სახლის წამყვანი რადიოლოგი იყო.

ქალბატონი გენრიეტა პროფესიონალიზმის გარდა, პაციენტების მიმართ თავისი დამოკიდებულებით იყო ცნობილი. მას ის პაციენტებიც კი ახსოვდა, რომელთანაც შეხება 10 წლის წინ ჰქონია.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში რადიოლოგი ამბობდა, როდესაც ორსულად იყო, ექოსკოპიას თავად იკეთებდა. 

„პირადად ვიკეთებდი ექოსკოპიას… სხვათა შორის, მინდოდა, სხვა რადიოლოგსაც გაესინჯა, მაგრამ არავის ეწყინოს და ვერ ვანდე სხვას ჩემი შვილები (იცინის). ვიჯექი აპარატის წინ და ვუყურებდი მონიტორს. არავითარი პრობლემა არ ყოფილა – ჩემი თავის დიაგნოსტირება თავად ვიკისრე. ჯანმრთელი  ქალბატონები მყავს – მარიამ და ლიზი ჟორჟოლიანები“,- ამბობდა გერნეიტა გაგოშიძე.