"აქ მტრედებიც არ დაფრინავენ... შეიცვალა ქალაქიც და საერთოდ ცხოვრებაც" - რას ამბობენ 26 მაისის ქუჩაზე ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანების ახლობლები

ჩამონგრეული კორპუსი

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევიდან ერთი წელი გავიდა. 26 მაისის ქუჩაზე ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახი წევრები, ნათესავები და მათი ახლობლები იკრიბებიან. 

„ჩემს ცხოვრებაში ფერიცვალება მოხდა, შეიცვალა ქალაქიც და საერთოდ ცხოვრებაც. ჩავეტანე და მორჩებოდა ყველაფერი. აქ მტრედებიც არ დაფრინავენ",- ამბობს გია შომახია, რომელმაც ტრაგედიის დროს მეუღლე და შვილი დაკარგა.

როგორც დაზარალებული ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი აცხადებს, ამ ტერიტორიას არც უახლოვდებიან, რადგან შიშის შეგრძნება აქვთ. 

„არც ერთნაირი სიტყვა არ არსებობს, რომელიც გადმოსცემს, რა განვიცადე. ღმუილის საშინელი ხმა იყო, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, თითქოს ამ ტერიტორიას არც ვუახლოვდებით, შიშის შეგრძნება გვაქვს",- აცხადებს ახლობელი.

2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო.