1749217709
ბათუმში ტრაგედიის ადგილას მაშველები და პოლიციელები მივიდნენ - ფოტოები

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევიდან ერთი წელი გავიდა.
2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო.
მაშველები და პოლიციელები დღეს ბათუმში ტრაგედიის ადგილას მივიდნენ და გარდაცვლილებს პატივი მიაგეს.