რატომ სჭირდება შენობებს პარკინგის მართვისა და კონტროლის სისტემა?

პარკირება

შენობებში უსაფრთხოების სისტემების გამართული ფუნქციონირება დიდი და მცირე ბიზნესების მფლობელებისა თუ ინდივიდუალური მეწარმეებისთვის დღითიდღე აქტუალური საკითხი ხდება. აღნიშნული რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული, მათ შორის სახელმწიფო რეგულაციებითა და უბედური შემთხვევებით, რომლებიც სწორედ უსაფრთხოების სისტემების გაუმართაობის შედეგი გახდა.

არსებობს სხვადასხვა ტიპის უსაფრთხოების სისტემები:

● ვიდეოკამერების სისტემა

● პარკირების სისტემები

● შეღწევის საწინააღმდეგო სისტემა

● ელექტრონული საკეტების სისტემა

● ოთახების მართვის სისტემა

● შეზღუდული დაშვების სისტემა და სხვ.

თითოეული მათგანი აღჭურვილია სპეციფიკური ფუნქციებითა და მექანიზმებით,  რომლებიც შენობის დაცვაზეა ორიენტირებული.

ასევე, საგულისხმოა, რომ უსაფრთხოების სისტემების გამართვა აუცილებელია როგორც შენობის შიგნით, ისე გარე ტერიტორიაზე. სტატიაში მოგიყვებით შენობის გარე სივრცეში არსებულ – პარკირების სისტემებსა და პარკინგის მართვის მექანიზმების შესახებ.

პარკირების სისტემები

პარკირების სისტემები ხელს უწყობს უსაფრთხო ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტური ქსელის შექმნას. ეს უკანასკნელი ავტომობილების ნაკადის კონტროლში გვეხმარება და ამასთან, ინტეგრირებადია სახელმწიფო სანომრე ნიშნის ამომცნობ ან/და სხვა სამეთვალყურეო სისტემებთან.

პარკინგის მართვისა და კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს:

● ვიზიტორების ნაკადისა და მიმოქცევის კონტროლი.

● პარკირების ადგილის პოვნა.

● ადგილის ძიების დროის შემცირება, რაც ჰაერის დაბინძურების ხარისხს ამცირებს.

● მძღოლების ინფორმირება გადატვირთული საპარკინგე ადგილების შესახებ.

● გზებზე მოძრაობის განტვირთვა.

● შეზღუდული (უფასო) და დამატებითი (ფასიანი) დროის კონტროლი.

თუ დაინტერესებული ხართ, გამართოთ პარკირების სისტემები თქვენი კომპანიის ან პირადი ფართის გარე სივრცეებში, უნდა იცოდეთ კომპანია „ვეზირის“ შესახებ, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს შენობების დაცვის თანამედროვე სისტემებს. მათ შორისაა:

● უსაფრთხოების სისტემები

● პარკინგის მართვისა და კონტროლის სისტემა

●  შეღწევის საწინააღმდეგო სისტემები

●  ხანძარსაწინააღდეგო სისტემები

● ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები

●  დაშვების სისტემები და სხვ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დარეკეთ: + (995 32) 225 16 14